ქცევის კოდექსი
ILEA-ს გლობალური კურსდამთავრებულების პორტალი - ქცევის კოდექსი
ILEA-ს გლობალური კურსდამთავრებულების პორტალი წარმოადგენს ადგილს, სადაც წახალისებულია პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პატივისცემა, უსაფრთხო ვირტუალური სწავლისა და კავშირების დამყარების გარემოში. ყველა მონაწილეს, რომელიც პლატფორმას სტუმრობს, აქვს უფლება იყოს უსაფრთხოდ და თავი იგრძნოს დაცულად ნებისმიერ დროს.
თქვენი ქცევა, კურსდამთავრებულების პორტალის ვებ-გვერდზე სტუმრობისას, დისკუსიაში მონაწილეობისას, ისტორიების, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისას თქვენი, თქვენი ორგანიზაციის, თქვენი დეპარტამენტისა და თქვენი ქვეყნის წარმოჩენაა. აქედან გამომდინარე, თქვენ მოგეთხოვებათ მოიქცეთ ისე, რომ დადებითად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და ყველა, ვისაც წარმოადგენთ. მოველით, რომ გააკეთებთ მაქსიმუმს, როგორც ILEA-ს კურსდამთავრებული, რათა გლობალური კურსდამთავრებულების პორტალზე სტუმრობისას, დაიცვათ ქცევის კოდექსი. კურსდამთავრებულების პორტალზე დაუშვებელია შემდეგი საქციელი:
- ILEA -ს ღირსების კოდექსთან მიმართებაში თაღლითობა ან მისი დარღვევა
- სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა ან თანხმობის გარეშე მისი გამოყენება
- სხვა კურსდამთავრებულის, ისნტრუქტორის, თანამშრომლის ან პორტალის ნებისმიერი სხვა წევრის მიმართ უპატივცემულობა, გამომწვევი ან აგრესიული საქციელი
- ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ვნებს სათანადო წესრიგსა და დისციპლინას, ან იმგვარი ბუნებისაა, რომ ILEA -ს დისკრედიტაცია შეუძლია
- ILEA -ს საინფორმაციო ტექნოლოგიური რესურსების არასათანადო ან არავტორიზებული გამოყენება
- საჯარო განცხადებების გაკეთება, რომლებიც შეიცავენ რასის, სქესის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განსხვავებული ადამინების ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის მუქარას ან ძალადობისკენ მოწოდებას
დისციპლინარული ზომა
ქცევის წესების ნებისმიერმა დარღვევამ, ან/და სამართალდამცავი სფეროს მოხელისათვის შეუფერებელმა საქციელმა , შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი დაუყონებლივი გარიცხვა კურსდამთავრებულების პორტალიდან.